ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ლექსიკონი

“ფინანსურ სარგებელთან ერთად დადებითი და გაზომვადი, სოციალური და გარემოზე ზეგავლენის მისაღწევად გაწეული ინვესტიცია. ზეგავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების მზარდი ბაზარი ზრდის იმ კაპიტალზე ხელმისაწვდომობას, რომელიც პასუხობს გადაუდებელ გლობალურ გამოწვევებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა, მაგალითად, მდგრადი სოფლის მეურნეობა, განახლებადი ენერგია, კონსერვაცია, მიკრო ფინანსირება და ისეთი ძირითადი სერვისების გასავითარებლად, როგორიცაა განსახლება, ჯანდაცვა და განათლება.”

ოქსფორდის უნივერსიტეტთან არსებული Government Outcomes Lab UK-ის მიხედვით, „გავლენის ვალდებულება წარმოადგენს შედეგზე დაფუძნებულ კონტრაქტს, რომელიც გულისხმობს ინვესტორების მიერ კერძო დაფინანსების ავანსის სახით გაცემას, რათა პროვაიდერმა შეძლოს სერვისის მიწოდება. თავის მხრივ, სერვისი მიზნად უნდა ისახავდეს შესაბამისი უწყების მიერ (გადამხდელი) გაზომვადი შედეგების მიღწევას, ხოლო ინვესტორს გაღებული თანხა აუნაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიღწეულ იქნება დასახული მიზანი. გავლენის ვალდებულება მოიცავს როგორც სოციალური, ასევე განვითარების გავლენის ვალდებულებას.

„ეს არის ფილოსოფია და სოციალური მოძრაობა რომელიც იყენებს მტკიცებულებებს და რაციონალიზმს სამყაროს განვითარების ყველაზე ეფექტიანი გზების მოსაძიებლად. ის ეყრდნობა და აგებულია ერთ მარტივ, მაგრამ ღრმა იდეაზე: სრულად ეთიკური წესებით ცხოვრება ნიშნავს ადამიანის თავისუფალი და ზედმეტი რესურსების გამოყენებას საუკეთესო გზით.”

„დონორებისა და ინვესტორების მიერ იმ კონკრეტული პრინციპების გამოყენება, რომლებიც ტრადიციულად უკავშირდება ვენჩურულ კაპიტალისტებს, არასამეწარმეო ორგანიზაციის მუშაობის გაუმჯობესების, შესაძლებლობის ზრდის ან სოციალური სექტორის ბიზნესში კაპიტალდაბანდების მიზნით. ამ პრინციპების ძირითადი ელემენტები, როგორც წესი, გულისხმობს თანხისა და ექსპერტული ცოდნის კომბინაციით დახმარებას მათ შორის ხანგრძლივი ვადით (სამიდან ექვს წლამდე), პრობლემების გადაწყვეტის პროცესში ხელმძღვანელობასთან უშუალოდ კომუნიკაციას, ბიზნესგეგმების მომზადებას, მუშაობის ეფექტიანობის მონიტორინგსა და დასრულების სტრატეგიის მომზადებაში პირდაპირ ჩართულობას.“

ინოვაციური თანამშრომლობის ჩამოყალიბების უნარი ან იმ მოთამაშეებს შორის, რომელთა საქმიანობაც ავსებს ერთმენთს, ან მოთამაშეთა ფართო წრესთან, კონკრეტული სოციალური ამოცანების მქონე პროდუქტის შესაქმნელად.პროცესი მოიცავს არამხოლოდ პროფესიონალების, არამედ მომხმარებლების ჩართულობასაც.

„ეს არის დაინტერესებულ მხარეებზე ორიენტირებული შეფასების ფორმა, რომელიც მოიცავს ხარჯების ანალიზს და მორგებულია მათ სოციალურ საჭიროებაზე. ის მოგვითხრობს, თუ როგორ ხდება ცვლილება, და როგორ ედება ამ ცვლილებას მონეტარული ღირებულება და ედრება იმ ხარჯებს, რომელიც მის მისაღწევად იყო ჩადებული.“

„რაიმე ახლის შექმნა. ინოვაციას ხშირად ურევენ მეწარმეობასთან. ინოვაცია ყოველთვის არ გულისხმობს შემოსავლის გენერირებას.”

“იდეის ან გამოგონების იმგვარ პროდუქტად ან მომსახურებად გარდაქმნა, რომელიც ქმნის ღირებულებას მომხმარებლისთვის, ან რომლისთვისაც ის ფულს გადაიხდის. იმისთვის, რომ იდეა ინოვაციად იქნეს მიჩნეული, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ორ პირობას: შესაძლებელი უნდა იყოს მისი განხორციელება საკმაოდ დაბალი დანახარჯით და უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტულ საჭიროებას. ინოვაცია გულისხმობს სხვადსხვა რესურსებისგან იგივე ან უფრო მნიშვნელოვანი ღირებულების შექმნის პროცესში ინფორმაციის, წარმოსახვისა და ინიციატივის მიზანმიმართულ გამოყენებას, რომელიც მოიცავს ყველა იმ პროცესს, რომელთა მეშვეობითაც იბადება იდეები და გარდაიქმნება სასარგებლო პროდუქტებად. ბიზნეს სექტორში ინოვაციები ხშირად იქმნება მაშინ, როდესაც კომპანია იწყებს ახალი იდეების განხორციელებას მომხმარებლის საჭიროებებიდან გამომდინარე, მათი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ან მოლოდინების გასამართლებლად.

ინოვაციები ორ ფართო კატეგორიად შეიძლება დაიყოს:

1. ევოლუციური ინოვაციები (უწყვეტი ან დინამიური ევოლუციური ინოვაციები), რომლებიც ხშირად დაკავშირებულია დამატებით ტექნოლოგიურ მიღწევებთან ან პროცესების ერთმანეთთან დაკავშირებული განვითარების შედეგად

2. რევოლუციური ინოვაციები (რომლებსაც წყვეტილ ინოვაციებსაც უწოდებენ), რომლებიც თვისებრივად ახალია და ხშირად წყვეტენ განვითარების ჯაჭვს. მოცემული რევოლუციური ინოვაციები რისკის გაწევასთან ასოცირდება და შესაბამისად, ის ორგანიზაციები, რომელბიც ქმნიან რევოლუციურ პროდუქტს ან ტექნოლოგიებს, ხშირად საკუთარ თავზე უზარმაზარ რისკს იღებენ, რადგან ახალ ბაზარს ქმნიან.“

„ზოგადად, ინტელექტუალური საკუთრება წარმოადგენს ადამიანის ინტელექტის ნებისმიერ პროდუქტს, რომელსაც იცავს კანონი სხვების მიერ უკანანო გამოყენებისგან. ინტელექტუალური საკუთრების ფლობა ავტომატურად წარმოშობს დაცული საკუთრების გამოყენებაში შეზღუდულ მონოპლიას. ინტელექტუალური საკუთრება ტრადიციულად ოთხი კატეგორიისგან შესდგება: პატენტი, საავტორო უფლება, სავაჭრო მარკა და საწარმოო საიდუმლო.“

ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც გვეხმარება ვიმსჯელოთ, დავგეგმოთ და შევქმნათ ახალი ბიზნეს მოდელები. ინსტრუმენტი შედგება შემდეგი ელემენტებისგან:

  1. შეთავაზებები – რა პრობლემის გადაჭრას შეძლებს ბიზნესი?
  2. მომხმარებლების სეგმენტი – პოტენციური მომხმარებლების საჭიროებებისა და მათ შესახებ სხვადასხვა მონაცემების გაგება
  3. საკომუნიკაციო არხები – რა ფორმით მიეწოდება მომხმარებელს პრობლემის გადაჭრის გზები
  4. მომხმარებლებთან ურთიერთობა – რა გზებს იყენებს ორგანიზაცია მომხმარებლების მოსაზიდად, შესანარჩუნებლად და მომხმარებელთა ქსელის გასაფართოებლად?
  5. შემოსავლების ნაკადები – როგორ ხდება შემოსავლების გენერირება და რა ღირებულებისთვის იხდის მომხმარებელი
  6. რესურსები – რა ძირითადი ფინანსური, ფიზიკური, ინტელექტუალური, და ადამიანური რესურსებია საჭირო ბიზნესმოდელის ამუშავებისთვის
  7. პარტნიორები – ძირითადი პარტნიორები და მიმწოდებლები
  8. აქტივობები – საკვანძო აქტივობები, რომლებიც აუცილებელია ბიზნესმოდელის ასამუშავებლად.
  9. ხარჯები – ფინანსური რესურსი რაც საჭიროა ბიზნესის ოპერირებისათვის.

„კოლექტიური ზეგავლენა დგება სხვადასხვა სექტორს მიკუთვნებულ ორგანიზაციებს შორის იმ შეთანხმების შედეგად, რომელიც ითვალისწინებს ამ ორგანიზაციების მიერ კონკრეტული სოციალური პრობლემის გადაჭრისთვის საერთო განრიგით მუშაობას, მცდელობების გაერთიანებას და წარმატების საერთო საზომების გამოყენებას“.

CSR მოუწოდებს ბიზნეს კომპანიებს დაამკვიდრონ ეთიკური ქცევა და წვლილი შეიტანონ ეკონომიკურ განვითარებაში, ამავდროულად, იზრუნონ საკუთარი თანამშრომლების ადგილობრივი თემის და ზოგადად, ფართო საზოგადოების ცხოვრებისეული პირობების გაუმჯობესებაზე. სოციალურად პასუხისმგებელი კომპანია იცნობს დაინტერესებულ მხარეებს და თანამშრომლობს მათთან. ასევე იცის, როგორ უნდა განსაზღვროს, გაზომოს და ანგარიშებში ასახოს ამ ჯგუფებზე საკუთარი საქმიანობის გავლენა.
„საოპერაციო მოდელზე დაფუძნებული სოციალური საწარმოს სოციალური ზეგავლენის გაფართოების მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს შესაბამის პროდუქტსა და/ან სერვისზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას ისე, რომ აქცენტი ნარჩუნდება სოციალური ზეგავლენის გაზრდაზე“.

„სოციალური საწარმოს მომავალი საქმიანობების დაფინანსების უნარი, რომელიც  გამომუშავებულია შემოსავლის, საქველმოქმედო შენატანების და საჯარო სექტორიდან მიღებული სუბსიდიების კომბინაციის მეშვეობით“.

„ადამიანი, რომელიც ორგანიზებას უწევს და მართავს ბინზესს და თავის თავზე იღებს იმ რისკს, რომელიც მოგების მიღებას ახლავს თან. იწყებენ რა საქმეს მხოლოდ და მხოლოდ იდეის ან პროტოტიპის ამარა, მეწარმეებს აქვთ იმის უნარი, რომ ბიზნესი გახადონ მდგრადი ხარჯების მიღების შიდა-ორგანიზაციული მექანიზმების წყალობით. ზოგადად, მეწარმეებს ესაჭიროებათ ოპერირების თავისუფლება მკაცრი ზედამხედველობის გარეშე. გარდა ამისა, მათ ესაჭიროებათ წარმატებისა და ჩავარდნის მკაფიო განსაზღვრება, მყისიერი უკუკავშირი, ჯილდო წარმატებისთვის და მუდმივი გამოწვევები.”

„EntreComp-ის განმარტებით „მეწარმეობა არის გამჭოლი ძირითადი კომპეტენცია, რომელსაც იყენებენ როგორც ცალკეული ინდივიდები, ასევე ჯგუფები, მათ შორის ორგანიზაციები, ცხოვრების ყველა სფეროში. იგი, ძირითადად, ასე განიმარტება: მეწარმეობაა, როდესაც ჩვენ გარდავქმნით შესაძლებლობებსა და იდეებს ღირებულებებად, ანუ ვქმნით რაღაც ფასეულს სხვებისთვის. ეს შეიძლება იყოს ფინანსური, კულტურული ან სოციალური ღირებულების მატარებელი პროდუქტი ან სერვისი (FFE-YE, 2012). ეს განმარტება ფოკუსირებულია ფასეულობის შექმნაზე, განურჩევლად მისი ტიპისა და კონტექსტისა, ასევე სექტორისა – იქნება ეს კერძო, საჯარო, მესამე სექტორი თუ მათი კომბინაცია… მეწარმეობა, როგორც კომპეტენცია ცხოვრების ყველა სფეროს ეხება. იგი საშუალებას აძლევს მოქალაქეებს იზრუნონ საკუთარ განვითარებაზე, ასევე წვლილი შეიტანონ სოციალურ განვითარებაში, შევიდნენ შრომის ბაზარზე როგორც დასაქმებულები ან თვით-დასაქმებულები, დააარსონ ან მეტად განავითარონ კომპანიები კულტურული, სოციალური ან კომერციული მოტივებით.”

ეს არის საქმიანობა, როდესაც ხდება მაღალი რისკის დონის მქონე საწარმოს იდეების რეალიზაციის გზით, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების გათვიცნობერებული მართვა, რაც დადებით გავლენას ახდენს ბუნებრივ გარემოზე და ამავე დროს არის ფინანსურად მდგრადი.

„ინვესტიციებისგან ფინანსურთან ერთად სოციალური სარგებლის მიღებისაკენ სწრაფვა, რაც, თავის მხრივ, სოციალური საწარმოს ან სოციალური სექტორის ბიზნესის საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია.“

“პატენტი არის ექსკლუზიური უფლება, რომელსაც ანიჭებენ გამოგონებისთვის, რომელიც, თავის მხრივ, არის იმ პროცესისების პროდუქტი, რომელიც, ზოგადად, იძლევა რაიმის ახლებურად კეთების საშუალებას, ან წარმოადგენს პრობლემის ტექნიკურად გადაჭრის ახლებურ გზას.”

„პატენტი არის კონკრეტული გამოგონების ინტელექტუალური საკუთრება. იგი საშუალებას იძლევა აღკვეთოთ სხვების მიერ თქვენი გამოგონების კომერციული მიზნებისთვის გამოყენება. გადაწყვეტილებას იმის შესახებ თუ ვის შეუძლია აწარმოოს, გაყიდოს ან საზღვარგარეთ გაიტანოს თქვენი გამოგონება, იღებთ თქვენ. თქვენ ასევე შეგიძლიათ ივაჭროთ თქვენი პატენტით, მაგალითად, გაყიდოთ ან გასცეთ ლიცენზია თქვენი ინოვაციის გამოყენებისთვის.”

„ეს არის ექსპერიმენტების ჩატარება, ტესტირება და ოპტიმიზირება იდეისა ან იმ პროდუქტისა, რომელიც ჩვენ შეიძლება რომ საბოლოოდ შევქმნათ. ეს პროცესი შედგება საბოლოო პროდუქტის პრაქტიკული გამოცდისგან, კრიტიკულად მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების გაცემას, რომლებიც აუცილებელია ჩვენი იდეის გასავითარებლად.” 

„ეს პროცესი, როგორც წესი, იწყება ქაღალდიდან მანამ, სანამ იგი ტრანსფორმირდება და მიიღებს რეალურ სიტუაციაში რეალურ ადამიანებთან გამოცდის სახეს იმის დადასდგენად, მუშაობს თუ არა ის.”

„საავტორო უფლება იურიდიული ტერმინია. ის აღნიშნავს უფლებას, რომელიც პროდუქტის პირველად შემქმნელებს გააჩნიათ საკუთარ ნაშრომზე. პროდუქტი შეიძლება მოიცავდეს ლიტერატურულ და მხატვრულ ნაშრომებს დაწყებული წიგნების, მუსიკის, მხავრობის, სკულპტურებისა და ფილმებიდან და დამთავრებული კომპიუტერული პროგრამებით, მონაცემთა ბაზებით, რეკლამებით, რუკებით და ტექნიკური ნახაზებით.ეს უფლებები მოიცავს პროდუქტის კოპირებას, მიმსგავსებული პროდუქტის წარმოებას და საჯაროდ მის წარდგენას.”

„ევროკომისიის მიერ შექმნილი უფასო და საკმაოდ მოქნილი სარეკომენდაციო ჩარჩო-დოკუმენტი, რომელიც მთელს მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. ამ ჩარჩოს ადაპტირება შესაძლებელია ნებისმიერ კონტექსტში სამეწარმეო კომპეტენციის განსავითარებლად და გასააზრებლად. იგი განსაზღვრავს იმ ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და დამოკიდებულებებს, რომლებიც გვესაჭიროება იდეების და შესაძლებლობების გარდაქმნისთვის იმგვარად, რომ მათ შეიძინონ სოციალური, კულტურული ან ფინანსური ღირებულება სხვებისთვის.”

„ეყრდნობა რა სამი P-ის ელემენტებს,  (Profit, people and planet – მოგება, ხალხი და პლანეტა) სამმაგი მიზნის პრინციპი მიზნად ისახავს დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში კორპორაციის ფინანსური, სოციალური და გარემოსდაცვითი მიმართულებების ეფექტიანობის გაზომვას. მხოლოდ ის კომპანია, რომელიც მიისწრაფვის სამმაგი მიზნისკენ, ითვალისწინებს ბიზნესის ოპერირებასთან დაკავშირებულ სრულ ხარჯებს.”

„ფული და რესურსები, რომლებზეც ხელი მიუწვდება მცირე, მაგრამ ზრდის რეალური პოტენციალის მქონე სტარტაპ კომპენიებსა და მცირე ბიზნესებს.

საწყისი კაპიტალი, როგორც წესი, რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

  1. ანგელოზის ფული გამოიყენება იდეის პროტოტიპად გარდაქმნისთვის. ამ მიზნისთვის თანხის მოძიება ყველაზე რთულია, რადგან ამ დროს ჯერ კიდევ არ არსებობს პროდუქტი ან სერვისი, რომელიც დადასტურებულად კონკურენტულია. ანგელოზის ფული, როგორც წესი, გროვდება ხოლმე მეგობრების, ნათესავების, ბიზნესნაცნობების ან სხვა ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც დარწმუნებულები არიან მეწარმის უნარებში და რომლებიც მზად არიან დააბანდონ მნიშვენლოვანი ოდენობის თანხა მანამდე, სანამ ბიზნესი დაარსდება.
  2. ადრეული ეტაპის კაპიტალი: გამოიყენება გამართული ან თითქმის გამართული სტერეოტიპის ბაზარზე საცდელად, რათა მეწარმე დარწმუნდეს რომ მისი წარმოება და რეალიზება შესაძლებელია იმ ფასად, რომელიც კომპანიას მოგებას მოუტანს.
  3. პირველი ფაზის დაფინანსება: ამ ტიპის დაფინანსებას მეწარმეები იყენებენ პროდუქტის ან სერვისის გაყიდვის ან მიწოდების ეტაპზე. თუმცა, იგი არ ემსახურება ბაზარზე გაფართოების, რისკების შემცირების ან შესყიდვების განხორციელების მიზანს.
  4. მეორე ფაზის დაფინანსება: გამოიყენება კომპანიის მარკეტინგის გაფართოებისთვის და ასევე კომპანიის ზრდის წახალისებისთვის საწყის ეტაპზე.
  5. გარდამტეხი დაფინანსება: როგორც წესი, ეს არის დაფინანსების ბოლო რაუნდი, სანამ პროდუქტი ან მომსახურება საჯაროდ არ გამოვა ბაზარზე.“

„სოციალური დაცვის ქვეშ მოიაზრება იმ პროგრამებისა და პოლიტიკის ფართო სპექტრი, რომელიც საჭიროა სიღარიბისა და გარიყულობის მთელი სიცოცხლის განმავლობაში თანმდევი შედეგების აღმოსაფხვრლად. ისეთი პროგრამები, როგორიცაა, მაგალითად ფულადი დახმარება (ბავშვების დახმარების თანხის (სკოლის საკვების, უნარების განვითარებისთვის და სხვ) ჩათვლით) ეხმარება ოჯახებს ხელი მიუწვდებოდეთ ჯანდაცვასა და ადეკვატურ საკვებზე, ხოლო მათ შვილებს  – ხარისხიან განათლებაზე, რათა ბაშვებს ქონდეთ ღირსეული ცხოვრების შანსი იმის მიუხედავად, თუ რა პირობებში დაიბადნენ ისინი.“

„სოციალური დაცვის სისტემა ეხმარება ღარიბებსა და დაუცველებს გაუმკლავდნენ კრიზისულ და შოკურ მდგომარეობებს, დასაქმდნენ, იზრუნონ ჯანმრთელობასა და საკუთარი შვილების განათლებაზე, ასევე დაიცვან ხანდაზმულები.”

„სოციალური პროგრესის მხარდაჭერის მიზნით მწვავე და ხშირად სისტემურ სოციალურ და გარემოსდაცვით პრობლემებზე ეფექტიანი გამოსავლების მოძიების პროცესი. სოციალური ინოვაცია არ წამოადგენს რომელიმე ორგანიზაციული ფორმის ან იურიდიული სტრუქტურის მქონე ორგანიზაციის პრეროგატივას ან პრივილეგიას. გამოსავლები ხშირად მოითხოვს აქტიურ თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორის ინსტიტუტებს შორის, იქნება ეს სამთავრობო, ბიზნესი თუ არაკომერციული, არამომგებიანი სექტორი. სოციალური ინოვაცია ყურადღებას ამახვილებს ისეთ იდეასა და გამოსავალზე, რომელიც ქმნის სოციალურ ფასეულობას. გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია პროცესი, რომლითაც იქმნება ამგვარი ფასეულობები, მიუხედავად მათი წარმომავლობისა.“

“სოციალური ლაბორატორია არის კონცეფცია, რომელიც ეფუძნება იმგვარი ინსტიტუციური სივრცის იდეას, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სისტემებიდან „სოციუმის აქტორებს“ კომპლექსური სოციალური პრობლემების გამომწვევი მიზეზების დასადგენად და სისტემურ დონეზე ამ პრობლემების საპასუხო გამოსავლების მოძიების მიზნით. ამ პროცესის განმავლობაში ისინი მუდმივად იკვლევენ მიზეზებს, ქმნიან და ცდიან იდეებს და პროტოტიპებს. „სოციუმის აქტორებში“ მოიაზრებიან სხვადასხვა ადამიანები, რომლებზეც შეიძლება მოქმედებდეს რაიმე პრობლემა, ან თავად იყვნენ ჩართულები ამ პრობლემის მოგვარებაში. შესაბამისად, სოციუმის აქტორებში თავმოყრილია სხვადასხვა ცოდნა, როგორც ფორმალური, ასევე ადგილობრივი და არაფორმალური, რაც ამდიდრებს პროცესს. ამის მსგავსად, სივრცე, რომელიც იძლევა ექსპერიმენტირების საშუალებას, ეფეუძნება მრავალფეროვნებას და განსხვავებულობას და ხელს უწყობს ცდისა და შეცდომების დაშვების მეტად საჭირო პროცესს, რომელსაც მივყავართ სწორ გამოსავლებამდე.”

”სოციალურ მეწარმეს შეაქვს სოციალური ინოვაცია და ტრანსფორმაცია ისეთი სფეროებში როგორიცაა, განათლება, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა და მეწარმეობის განვითარება. სოციალური მეწარმეები სიღარიბის დაძლევისკენ სამეწარმეო ჟინით ისწრაფვიან, იყენებენ ბიზნეს მეთოდებს და გამბედაობას, რათა შეძლონ ინოვაციური მიდგომების დანერგვა და ტრადიციული პრაქტიკების დამარცხება. სოციალური მეწარმე, ბიზნეს მეწარმის მსგავსად, ქმნის მძლავრ და მდგრად ორგანიზაციებს, იქნება ეს არასამეწარმეო, არამომგებიანი სუბიექტი თუ კომპანია.“

„ოქსფორდის უნივერსიტეტის სოციალური მეწარმეობის სკოლის ცენტრის მიხედვით (Skoll Center for Social Entrepreneurship at the University of Oxford), სოციალური მეწარმეობა არის შესაძლებლობის, ინოვაციის და რესურსების კომბინირებული გამოყენება პრაქტიკაში მწვავე სოციალურ და გარემოსდაცვითი გამოწვევების საპასუხოდ. ამგვარ პრაქტიკას ძირითადად ის ორგანიზაციები და აქტორები ატარებენ, რომლებიც მიზნად ისახავენ იმ სისტემებისა და პრაქტიკების ტრანსფორმაციას, რომლებიც თავის მხრივ, მსოფლიოს ყველაზე დიდი სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების გამომწვევი მიზეზებია. სოციალური მეწარმე მუშაობს ყველა სფეროში, იქნება ეს სამთავრობო სტრუქტურები, საჯარო სექტორის თუ არასამეწარმეო ორგანიზაციები, მსხვილი კორპორაციები, სოციალური სტარტაპები, რათა მიაღწიოს დადებით სისტემურ ცვლილებას.”

“ოქსფორდის უნივერსიტეტის საიდის ბიზნეს სკოლის (Said Business School (SBS) at University of Oxford) განმარტების მიხედვით, „სოციალური მეწარმეობა არის შესაძლებლობის, ინოვაციის და მოხერხებულობის კომბინირებული გამოყენება პრაქტიკაში მწვავე სოციალურ და გარემოსდაცვით გამოწვევებზე საპასუხოდ. სოციალური მეწარმეობა არ არის ფილანტროპია, აქტივიზმი ან კომპანიები საქველმოქმედო ფონდით. „სოციალური მეწარმეობის ძირითადი ფოკუსია იმ სისტემებისა და პრაქტიკების სიღრმისეული გარდაქმნა, რომლებიც სიღატაკის, მარგინალიზაციის, გარემოს გაუარესების და მათი თანმდევი ადამიანური ღირსების დაკნინების გამომწვევი მიზეზებია. ამ მიზნისკენ სვლისას, სოციალური მეწარმეობის სუბიექტმა შეიძლება დააარსოს არასამეწარმეო ან სამეწარმეო ორგანიზაცია, მაგრამ ნებისმიერი შემთხვევაში მთავარ ამოცანად მდგრადი სისტემური ცვლილების მიღწევა რჩევა.”

„მსხვილ კორპორაციაშე მომუშავე ადამიანები, რომლებიც, კომპანიის კომერციული ღირებულების შექმნის პარალელურად, ახორციელებენ ისეთ ინიციატივებს, რომლებიც პასუხობს სოციალურ და გარემოსდაცვით გამოწვევებს.”

„Social Enterprise UK-ის მიხედვით, „[სოციალური საწარმო] არის ბიზნესი, რომელიც აწარმოებს საქმიანობას სოციალური პრობლემების გადაჭრის, თემის მდგომარეობის, ადამიანების ცხოვრებისეული შანსების და გარემოს გაუმჯობესების მიზნით“. სოციალური საწარმო არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, ეს არის ბიზნესკომპანია, რომელიც მუშაობს მოგებისთვის. „ასე მუშაობს ეს კომპანიები, ხოლო სხვა საქმეა, რისთვის იყენებენ ისინი მოგებას: ისინი მუშაობენ იმისთვის, რათა მოიტანონ პოზიტიური ცვლილებები და აბრუნებენ მოგებას მეტი კეთილი საქმისთვის.“

„სოციალური საწარმო, ეს არის ბიზნესი, რომელსაც ამოძრავებს სოციალური ან გარემოსდაცვითი მიზნები. ისევე როგორც სხვა კომპანიების შემთხვევაში, სოციალური საწარმო ჩამბულია საქონლისა და მომსახურების მიწოდების კონკურენციაში. განსხვავება ისაა, რომ ამ კომპანიების მიზანია სოციალური მიზნებისკენ სწრაფვა და ისინი საკუთარი მოგების რეინვესტირების გზით ცდილობენ მიაღწიონ ამ მიზნებს.“

„სოციალური ფასეულობა არის იდეა, რომელსაც წვლილი შეაქვს ინდივიდების, თემების და ზოგადად საზოგადოებისთვის გრელვადიანი კეთილდღეობისა და გამძლეობის განცდაში. სოციალური ღირებულება იქმნება იმ დადებითი ზეგავლენის შედეგად, რომელიც, თავის მხრივ, გამოწვეულია  ორგანიზაციის ან ბიზნენის მიერ გააზრებული ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელებით.”

„დროებითი ორგანიზაცია, რომელიც იქმნება იმ ბიზნეს მოდელის მოძიების მიზნით, რომელიც შეიძლება განმეორდეს და გაიზარდოს დიდ მასშტაბში.“

„სტარტაპი არის წამოწყება, რომელიც ეფეუძნება იდეას ან პრობლემის გადაჭრას და გააჩნია მნიშვნელოვან ბიზნეს შესაძლებლობად გარდაქმნის ან ზეგავლენის გენერირების პოტენციალი. ხშირად, პროცესი იწყება იდეის ან იმ მნიშვნელოვანი მოსაგვარებელი პრობლემის მოძიებიდან, რომლის გადაჭრაც ღირს ცდად. ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია საკუთარი საქმის და იდეის ქვეშ გაერთიანებული გუნდი, რომელსაც ერთიანი ხედვა და ამ ხედვის რეალობის გარდაქმნის სურვილი ამოძრავებს.”

„მეთოდი, რომელიც აქცენტს აკეთებს მომავლის პერსპექტივებზე, რაც ეხმარება საწარმოებს ჩამოაყალიბოს იდეები შესაძლო სამომავლო სცენარების მიხედვით და შეაფასოს თუ როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს მასზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მომავლის პროგნოზირება ძალიან რთულია და ხშირად არც ისე სწორი, სცენარის დაგეგმვა ეხმარება ორგანიზაციებს ჩამოაყალიბონ სტრატეგიები, პროდუქტები და სერვისები, და საჭიროების შემთხვევაში ადაპტირება მოახდინონ აუცილებელ ცვლილებებზე. მოცემული სცენარების მიხედვით, პრობლემის ან აუცილებელი ცვლილების შემთხვევაში, ორგანიზაციებს საშულება ექნებათ მიიღონ უკეთესი გადაწყვეტილები. ორგანიზაციამ წინასწარ იცის რა არის საჭირო და რომელი გადაწყვეტილება იქნება მისთვის სასარგებლო.“

„პრობლემების ინოვაციური გადაწყვეტის შემუშავების პროცესი, რომელიც ეფუძნება ფიზიკური, სივრცითი, გრაფიკული და მომხარებელზე ორიენტირებული დიზაინის პრინციპებს. მისთვის დამახასიათბელია მომხმარებლების პრაქტიკული საჭიროებების, ქცევის და პერსპექტივების სიღრმისეული გააზრება და შესაძლებელია გამოყენებული იქნეს სხვადასხვა გამოწვევების დროს, მათ შორის პროგრამების, მომსახურების, პროდუქტებისა და პროცესების კუთხით. ეს არის ქმედებაზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც მიზნად ისახავს კომპლექსურ პრობლემებზე კრეატიული გამოსავლების მიგნებას.“

„პრობლემის გადაჭრის სისტემური მიდგომა, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებელთა უკმაყოფილების მიზეზების დადგენას და ინოვაციური გამოსავლების მოძნებნას განმეორებდი ქცევით, დიზაინერების, მკვლევარების, კერძო და საჯარო სექტორების ჩართულობით, რათა შესაძლებელი გახდეს პოზიტიური სოციალური და ეკონომიკური შედეგების მიღწევა.ეს მიდგომა ძირითად აქცენტს აკეთებს დიზაინზე, როგორც სერვისზე, რომლის წარმატება დამოკიდებულია შემოქმედებითობაზე, კრიტიკულ აზროვნებაზე და ეთიკაზე, რომელსაც საფუძვლად უდევს ადამიანების, ბუნების და ზოგადად სამყაროს პატივისცემა, რომელზეც გავლენას სწორედ ჩვენეული დიზაინით ვახდენთ.”
ევროკომისიის თანახმად, “ციფრული მეწარმეობა მოიცავს ყველა სახის ახალ საწარმოს და არსებული ბიზნესის ტრანსფორმაციას, რომელთა ეკონომიკურ ან / და სოციალურ ღირებულებას განაპირობებს ახალი ციფრული ტექნოლოგიების შექმნით და გამოყენებით. ციფრული საწარმოები ხასიათდება ახალი ციფრული ტექნოლოგიების ხშირი გამოყენებით (კონკრეტულად სოციალური ქსელების, მობილური, მონაცემების და მეზსიერების გადაწყვეტით), რომლებთა გამოყენება ხდება ბიზნეს ოპერაციების გასაუმჯობესაბელად, ახალი ბიზნეს მოდელების დასანერგად, ბიზნეს ინფორმაციების დასახვეწად, და ასევე მომხმარებლებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით. მათი მეშვეობით ხდება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და მომავალში საწარმოს გაზრდის შესაძლებლობები.“