ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

თანაგრძნობის (ემპათიის) ფესვები

კვლევებმა აჩვენა,  რომ თანაგრძნობის უნარების განვითარება და  დამკვიდრება დადებით გავლენას ახდენს ადამიანებზე. უამრავი სოციალური პრობლემა საზოგადოებაში, სწორედ ამ უნარის უქონლობის გამო აღმოცენდება ხოლმე.  ადამიანებს შორის თანაგრძნობის არარსებობა კი სულ უფრო მზარდი ფენომენია. როცა ადამიანს არ აქვს ემპათიის საკმარისი უნარი, მას სხვისი ტკივილის გაგება არ შეუძლია და შედეგად არც ცდილობს პრობლემის გადაწყვეტას. ამგვარად სამომავალო ხანგრძლივ პერსპექტივაში: აგრესიის, ძალადობის, უთანასწორობისა და უსამართლობის მაჩვენებლები სამწუხაროდ მზარდია. მაგრამ რა მოხდება თუ კი ბავშვებში, ადრეული ასაკიდანვე, განვავითარებთ თანაგრძნობისა და სიკეთის უნარებს? მერი გორდონმა განიხილა ბავშვებისადმი ასეთი მიდგომები და 1996 წელს  ონტარიოში (კანადა) შექმნა პროგრამა სახელწოდებით „თანაგრძნობის ფესვები“-.Roots of Empathy  დღეისათვის ეს არის მეცნიერულად დასაბუთებული საკლასო პროგრამა, რომელიც ეხმარება 3-და 13 წლამდე ასაკის ბავშვებს, ისწავლონ თანაგრძნობა ორი სხვადასხვა პროგრამის დახმარებით ესენია : „თანაგრძნობის ფესვები“-Roots of Empathy  და „თანაგრძნობის მარცვლები“-Seeds of Empathy. 2000 წელს “თანაგრძნობის ფესვები“ გახდა საქველმოქმედო არაკომერციული ორგანიზაცია.

„ ჩემი მისიაა -შევქმნა მზრუნველი, მშვიდობისმოყვარე, სამოქალაქო საზოგადოება, ბავშვებსა და მოზარდებში თანაგრძნობის უნარის განვითარების გზით“- განაცხადა ქალბატონმა მერიმ. მაშინ როდესაც აქცენტი კეთდება ბავშვების აკადემიური დონის კომპეტენტურობაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს მათი სოციალიზაციისა და ემოციური ინტელექტის ზრდაზე ზრუნვაც, რაც ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია.

მერი გორდონის შემოქმედებითმა ხედვამ  და სამეწარმეო უნარებმა: განათლებისა და ინოვაციების გზით გადაწყდეს სოციალური პრობლემები, მთელს მსოფლიოში აღიარება მოიპოვა. ის 2002 წელს დასახელდა პირველ კანადელ აშოკას სტიპენდიანტად, რომელსაც 2011 წელს მოჰყვა აშოკა გლობალიზატორის სახელიც, როდესაც მისი იდეების გავრცელება საერთაშორისო მასშტაბით, გლობალურად იქნა მხარდაჭერილი. დღეს პროგრამას: “თანაგრძნობის ფესვები“ -Roots of Empathy  სთავაზობენ კანადის ფარგლებს გარეთ : კოსტა რიკაში, ინგლისში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, ირლანდიაში, შვეიცარიაში, შეერთებულ შტატებში, სამხრეთ კორეაში, უელსში და მასში ჩართულია მილიონზე მეტი ბავშვი. კანადაში “თანაგრძნობის ფესვები“ – Roots of Empathy  -ის პროგრამა ფინანსდება უმეტესწილად სახელმწიფო გრანტებით (61%)., დამატებით დაფინანსებას ახდენენ სპონსორები და აგრეთვე ფინანსები ივსება კერძო შემოწირულობებითა და შენატანებით, რომელსაც ახორციელებენ ამ პროგრამის სწავლებისა და კონსულტაციის პროცესში. დამატებით ორგანიზაციის ნოვატორულმა მიდგომებმა, გავლენამ, ფასეულობებმა, რომელსაც ის ამკვიდრებს საზოგადოებაში მიიღო :მთავრობების, ფონდებისა და კორპორაციების მხარდაჭერა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

როგორც აღვნიშნეთ არის ორი განსხვავებული პროგრამა “თანაგრძნობის ფესვები“ Roots of Empathy  და „თანაგრძნობის მარცვლები“- Seeds of Empathy, ერთი მოწოდებულია ბავშვებისათვის ბაღის ასაკიდან მე-8 კლასამდე, ხოლო მეორე 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. პროგრამა „თანაგრძნობის ფესვები“ მოიცავს ჩვილებს, მათ მშობლებს, სკოლას, მოსწავლეებსა და ინსტრუქტორებს.  ის ჩართული და ინტეგრირებულია სასკოლო პროგრამაში და ხორციელდება სკოლის რეგულარულ საათებში. კანადაში პროგრამა შეთავაზებულია ფრანგულ და ინგლისურ ენებზე. ის ფარავს სოფლის, ურბანულ და შორეულ თემებსაც მათ შორის მკვიდრი თემების ჩათვლით. მშობლები და მათი ჩვილები სტუმრობენ საკლასო ოთახებს მთელი სასწავლო წლის განმავლობაში. პროგრამის დატრენინგებული ინსტრუქტორი ასწავლის მოსწავლეს დააკვირდნენ  ჩვილის განვითარებასა და ყურადღება მიაქციონ მის გრძნობებს, გამოავლინონ ისინი. ამ ექსპერიმენტული სწავლებისას ჩვილი არის „მასწავლებელი“ და ბერკეტი, რომელსაც ინსტრუქტორი იყენებს, რომ დაეხმაროს ბავშვებს განსაზღვრონ თავიანთი და აგრეთვე სხვების გრძნობები და იფიქრონ და იმსჯელონ მათზე. ეს საფუძველს უყრის შეიქმნას უფრო უსაფრთხო და მზრუნველი საკლასო ოთახები, სადაც ბავშვები არიან -ცვლილებების განმახორციელებლები. ამის შედეგად მოსწავლეები სწავლობენ გამოიმუშაონ მართვის ფუნქციონალური უნარები, ემოციური წიგნიერების, ემოციების რეგულირებისა და მდგრადობის უნარები. აგრეთვე სწავლობენ წინ აღუდგნენ სისასტიკესა და უსამართლობას, სწავლობენ კონსენსუსის მიღწევას, რაც ხელს უწყობს კლასში მზრუნველობის კულტურის ფორმირებას.  ინსტრუქტორი სტუმრობს თითოეულ ოჯახს ყოველ გაკვეთილამდე და გაკვეთილის შემდეგ, რათა მოამზადოს და განამტკიცოს შემდეგი სწავლებები, სპეციალურო გაკვეთილის დაგეგმვის გამოყენებით

ყოვლისმომცველი სასწავლო პროგრამა დაყოფილია ცხრა თემად, ხოლო თითოეული თემა გულისხმობს კლასში სამჯერ დასწრების გეგმას (წინა ოჯახური ვიზიტი, ოჯახის ვიზიტი და ოჯახის შემდგომი ვიზიტი). სულ კლასში 27 ვიზიტი. 9 თემიდან თითოეული შემდგომში იყოფა 4 ასაკად წინა-დაწყებით და დაწყებით სკოლებში. რადგან აქტივობები დაკავშირებულია კლასის სასწავლო გეგმასთან, ისინი აძლიერებენ სასწავლო პროცესს. მაგალითად მოსწავლეები იყენებენ მათემატიკურ უნარებს, როცა ისინი ითვლიან და რუკაზე დააქვთ ჩვილის წონა და სიმაღლე. ლიტერატურა გამოიყენება, რომ გაუღონ კარი გრძნობებსა და შეხედულებებს. მსჯელობა და ანალიზი ხელს უწყობს სოლიდარობისა და თანგრძნობის უნარების განვითარებას. ხელოვნებას აკისრია უდიდესი როლი, რადგან ბავშვები ხატავენ თავიანთ შინაგან განცდებს, რომელთა გამოხატვა სიტყვებით უჭირთ. მუსიკა იწვევს ძლიერ გრძნობებს. ის მიმართულია ყველასაკენ მიუხედავად ენობრივი ბარიერისა და კულტურისა, ის აძლიერებს სოლიდარობის განცდას.

პროგრამა „თანაგრძნობის მარცვლები“ – Seeds of Empathy შემუშავებულია უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის, ის ხელს უწყობს სოციალური და ემოციური ცოდნისა და უნარ-ჩვევების, აგრეთვე ურთიერთობების უნარების განვითარებას 3-5 წლის ასაკის ბავშვებში. მათ ეძლევათ მთელი რიგი თემები, თითოეულ მათგანს კი აქვს განვითარების სამკვირიანი ციკლი. თითოეული ციკლის პირველი და მეორე კვირის განმავლობაში სპეციალურად დატრენინგებული ჯგუფის წევრი, იგივე ინსტრუქტორი აყალიბებს ბავშვების მცირე ჯგუფებს:, შემოქმედებითი აქტივობის, ლიტერატურისა და ისტორიების თხრობის საშუალებით. მესამე კვირაში სხვა დატრენინგებული თანამშრომელი, ოჯახის გიდი ახორციელებს ვიზიტს ოჯახში, სადაც მშობლები 2-4 თვის ჩვილთან ერთად  ნახევარი საათით ნახულობენ ბავშვებს. ინსტრუქტორები მოუწოდებენ ბავშვებს დააკვირდნენ ბავშვის განვითარებას, შეაფასონ ბავშვის გრძნობები და ისაუბრონ საკუთარ და სხვის გრძნობებზე. ისევე როგორც „ემპათიის ფესვების“ პროგრამის, „ემპათიის მარცვლების“ პროგრამის მიხედვითაც ბავშვი არის ‘მასწავლებელი“ და ბერკეტი, რომელსაც ოჯახის გიდი იყენებს, რათა დაეხმაროს ბავშვებს საკუთარი გრძნობების ამოცნობასა და გამოხატვაში. ეს ემოციური წიგნიერება საფუძველს ქმნის უფრო უსაფრთხო და მზრუნველი ცენტრების ჩამოყალიბებისთვის, სადაც ბავშვები თავად არიან ცვლილებების განმახორციელებლები. ისინი არიან უფრო კომპეტენტურები საკუთარი და სხვისი გრძნობების გაგებაში (ემპათია). ამიტომ ისინი ნაკლებად აყენებენ ერთმანეთს  ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ემოციურ ტკივილს ბულინგისა და სხვა არაკეთილსინდისიერი ქმედებების გზით.

არა მხოლოდ ბავშვები და სტუდენტები იღებენ სარგებელს პროგრამით „თანაგრძნობის ფესვები“- Roots of Empathy, არამედ  მათთან ერთად დაინტერესებულია სკოლა, მშობლები, მათი შვილები, აგრეთვე მასწავლებლები, მეზობელი რაიონებიდან. ისინი დაინტერესებულები არიან, რომ ასწავლონ და ისწავლონ ერთმანეთისაგან და რაც უფრო მნიშვნელოვანია ისინი ავითარებენ და აღრმავებენ ერთმანეთთან ურთიერთობებს. ამ პროგრამის განხორციელების პროცესში ინსტრუქტორების პროფესიონალური განვითარება   უზრუნველყოფილია. ისინი გადიან ფართო მომზადებას, აქვთ წვდომა მენტორებთან, რათა წარმატებით გაიარონ პროგრამის ერთწლიანი კურსი და აიღონ სერტიფიკატი. ინსტრუქტორების გრძელვადიანი ვალდებულების უზრუნველყოფაც მნიშვნელოვანია პროგრამის შენარჩუნებისათვის, რადგან ეს ქმნის ადგილობრივ პოტენციალს, ხელს უწყობს სკოლებსა და ცენტრებში გარემოს გაუმჯობესებას, ზრუნვის კულტურისა და თანგრძნობის  განვითარებას, გარდა ამისა მშობლები ცდილობენ უფრო ღრმად გაიგონ შვილების საჭიროებები, გრძნობები, ისინი გამოიმუშავებენ სხვადასხა უნარებს ამ მიმართულებით.

საბოლოო ჯამში ზემოთ აღნიშნულმა ფაქტორებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს და  პროგრამა „ემპათიის ფესვები“-Roots of Empathy  გახდა ცნობადი და წარმატებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი დამსახურებით თანაგრძნობის განვითარება გახდა მნიშვნელოვნად მხარდაჭერილი ადრეული ასაკიდანვე. ერთმანეთისადმი თანაგრძნობა კი წარმოადგენს უდიდეს ფასეულობას ადამიანების ცხოვრებაში და დადებით ზეგავლენას ახდენს მათზე.