ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

დიზაინი ცვლილებებისთვის

ურბანული ინდოეთი, სხვა მრავალი ქვეყნის მსგავსად, ვერ უზრუნველყოფს ბავშვებს  სრულყოფილი სააღმზრდელო გარემოთი. მაშინ, როდესაც მდიდარი ოჯახის შვილებს გაუმართლათ: მათ აქვთ ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა, აგრეთვე  მათ აქვთ შემდგომში სწავლის გაგრძელების, ცოდნის გაღრმავების, მშობლების სურვილების გათვალისწინების საშუალება. ხოლო, ბავშვებს ღარიბი ოჯახებიდან არაფერი დარჩენიათ გარდა იმისა, რომ მშობლებთან ერთად იმუშაონ და მათთან ერთად მონაწილეობა მიიღონ ოჯახის რჩენაში. ეს ,რა თქმა უნდა, აღრმავებს უთანასწორობის განცდასა და ხელს უშლის საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების განვითარებას.

მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში არსებობს არაფორმალური განათლების გზით ფორმალურ განათლებაში მრავალრიცხოვანი ჩარევის მცდელობა, სისტემა არ არის ორიენტირებული ბავშვის უნარების განვითარებაზე, არ ამზადებს ახალგაზრდებს დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და არ აყალიბებს პასუხისმგებლიან მოქალაქეებად. უფრო მეტიც, სახელმწიფო სკოლებს არ ჰყოფნის რესურსები და სასწავლო პროგრამები, რომელებიც უპასუხებენ ბავშვების ყოველდღიურ მოთხოვნებს. მთავრობა ან ნებისმიერი სხვა ინსტიტუტი, რომელიც მონაწილეობას იღებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არ განიხილავს ბავშვებს, როგორც დაინტერესებულ მხარეს, ამიტომ ბავშვები რჩებიან ჩრდილში, უკანა პლანზე, რასაც საბოლოო ჯამში იქამდე მივყავართ, რომ ისინი მომავალ ცხოვრებაში ვერ გრძნობენ თავიანთ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასა და ვერ შეაქვთ წვლილი საზოგადოების ან ერის განვითარებაში.

2001 წელს, კირან ბირ სეთჰმა, სოციალური პრობლემების გადასაწყვეტად ინდოეთში ქალაქ ახმადაბადში გახსნა სკოლა , სახელწოდებით რივერსაიდი- Riverside School. ხოლო, 2009 წელს დაიწყო გლობალური მოძრაობა სახელწოდებით დიზაინი ცვლილებისთვის – Design for Change. კირანის ეს ინიციატივები მიზნად ისახავდა სოციალური პრობლემების გადაჭრას, ადამიანების შესაძლებლობებისა და უფლებების გაფართოებასა და პასუხებს მტკივნეულ კითხვებზე: “როგორ დავეხმაროთ ბავშვებს განუვითარდეთ ცოდნის მიღებისადმი სწრაფვა? როგორ განუვითარდეთ ინ გარემოსადმი თანაგრძნობის უნარი, რომელშიც ისინი ცხოვრობენ? როგორ უნდა ვაიძულოთ ადამიანები დაიჯერონ, რომ ბავშვები დაუცველები არ არიან? შესაძლებელია კი რეალურად ასეთი ცვლილებების განხორციელება?  შეძლებენ ისინი ამის გაკეთებას?…“

ყველაფერი კი იმ შემთხვევის შემდეგ დაიწყო, რომელიც კირანის ექვსი წლის შვილს, რააგს გადახდა. რააგმა სასკოლო დავალების შესრულებისას გადაწყვიტა, რომ ესეს სახელწოდებით „ძროხა“, საკუთარი ვერსია დაეწერა, რაშიც მას მასწავლებელი არ დაეთანხმა. მასწავლებლის ამ საქციელით რააგმა იგრძნო, რომ მას არ აქვს არჩევანის საშუალება. იმ დღეს ის წავიდა სკოლაში რწმენით „მე შემიძლია“ და სკოლიდან დაბრუნდა რწმენით „ მე არ შემიძლია“.

კირანმა აღმოაჩინა, რომ არჩევანის იდეის გამოდევნა ბავშვის ცნობიერიდან და ლექსიკიდან  იწვევდა შფოთს და სწორედ ეს გახდა მისთვის პრობლემების გადაჭრის ახალი გზების ძიების მოტივაცია. კირანისეული პრობლემის გადაწყვეტა მდგომარეობდა სისტემის ცვლილებაში და არა  მასწავლებლისა და სკოლის დადანაშაულებაში.

პროფესიით დიზაინერი კირანი ცდილობდა განათლებისადმი ისეთი მიდგომის შემუშავებას, რომელიც ბავშვებს უზრუნველყოფდა ისეთი ინსტრუმენტებით, რომ მათ შესძლებოდათ ეთქვათ „მე შემიძლია“, „მე არ შემიძლია“-ს ნაცვლად. ამ იდეით, კირანმა დაარსა “Riverside School” და მოიპოვა აშოკას სტიპენდია. შემდგომი 10 წლის განმავლობაში რივერსაიდის სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი შედეგებით გადაუსწრეს ინდოეთის 10 საუკეთესო სკოლის მოსწავლეებს. რადგან სკოლა გათვლილი იყო 350 მოსწავლეზე კირან ბირ სეთჰმა 2009 წელს გადაწყვიტა მისი გაფართოება. ახალი პროექტის შექმნის დროს (მარტიდან ივნისამდე) გუნდმა მუშაობის პროცესში შეიმუშავა 4 მარტივი ნაბიჯი:

  1. შეიგრძენით პრობლემა, რომელიც გაწუხებთ
  2.  მოიფიქრეთ საშუალება, რომ ის (პრობლემა) გახადოთ უკეთესი
  3. გააკეთე, რომ შეცვალო
  4. გაუზიარეთ თქვენი ცვლილებების ისტორია მთელს მსოფლოს.

ეს ოთხეტაპიანი სქემა, კირანის აზრით, წარმოადგენს ბავშვის აზროვნების ცვლილების  გასაღებს „მე არ შემიძლია“-დან „მე შემიძლია“-მდე . საბოლოოდ ეს მიგვიყვანს ბავშვის შესაძლებლობებისა და მათი რწმენის  გაძლიერებისკენ და ისინი შეძლებენ იყვნენ საზოგადოებაში  ცვლილებების განმახორციელებელი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე აქტიური აგენტები.

 „დიზაინი ცვლილებისთვის“ აძლევს  ბავშვებს ინსტრუმენტებს გარე სამყაროს შესაცნობად და რწმენას, რომ ისინი ასრულებენ გარკვეულ როლს ამ სამყაროს ჩამოყალიბების პროცესში. ასევე, ეხმარება მათ იმოძრავონ სასურველი და სტაბილური მომავალის შექმნის მიმართულებით. ეს პროგრამა ასწავლის ბავშვებს, რომ ცვლილებების განსახორციელებლად სულაც არ არის საჭირო, რომ ისინი იყვნენ მდიდრები და ძლიერები.  

„დიზაინი ცვლილებისთვის“ პროექტის მეთოდია: „იგრძენი, წარმოიდგინე, გააკეთე, გაუზიარე“ (“Feel, Imagine, Do, Share” (FIDS)) – ეს ერთობლივი შემოქმედებითი აზროვნების შედეგია, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს ინოვაციურად გადაჭრან ყოველდღიური პრობლემები, რომლებიც წარმოიქმნება ხოლმე სასკოლო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება ვარირებდეს მანქანების დიზაინის შექმნიდან სოციალური მომსახურების გაუმჯობესებამდე. ამ პროცესის ცენტრალური არსი კი არის თანაგრძნობა.

როცა სტუდენტები იწყებენ წამოჭრილი პრობლემის გააზრებას, ისინი იწყებენ სიტუაციისა და მისი მრავალრიცხოვანი ასპექტის გაანალიზებას. საბოლოო მიზანი გადაწყვეტილების საუკეთესო პაკეტის შეთავაზებაა, საჭიროების შემთხვევაში კი ამ პროცესში საზოგადოების თითოეული წევრის ინტეგრირება. შემოქმედებითი უნარების ხელშეწყობით, გუნდს ერთობლივად შეუძლია გადაწყვეტილების (მოქმედების გეგმების) და ამ გადაწყვეტილების რეალიზაციის სტრატეგიის შემუშავება. „დიზაინი ცვლილებისთვის“ მიმართულია მოსწავლეებსა და თემში, მასწავლებლებსა და მშობლებში ანალიტიკური აზროვნების უნარის განვითარებისკენ და მოსწავლეებისთვის საფუძვლიანი განათლების მიცემისკენ.

„დიზაინი ცვლილებისთვის“ მარკეტინგული მეთოდოლოგიის გათვლა შეიძლება გამოიხატოს ორი სიტყვით – „სასკოლო გამოწვევა“, რომელიც ღიაა ყველასათვის-სტუდენტისთვისა და თემისთვის, მშობლებისთვისა და სკოლისთვის-ყველასთვის, ვინც  დაინტერესებულია. „დიზაინი ცვლილებებისთვის“ მეთოდოლოგია მიიჩნევს, რომ ყველა ბავშვსა და მოზარდს შეუძლია გახდეს სრულფასოვანი და აქტიური მოქალაქე. მოსწავლეები თავისუფალნი არიან არჩევანში. სასწავლო პროგრამა ღიაა ბავშვებისათვის საბავშვო ბაღის ასაკიდან მე -8 კლასამდე. მასწავლებლები, რომლებიც ირჩევენ „დიზაინი ცვლილებისთვის“ მეთოდოლოგიას, იღებენ „დიზაინი ცვლილებისთვის“  პროგრამისგან  რეკომენდაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ზრდასრული მენტორები შეიძლება იყვნენ მასწავლებლები, მშობლები, ახალგაზრდა ლიდერები ან ინსტრუქტორები. მთელი რიგი ქვეყნები, რომლებიც „დიზაინი ცვლილებისთვის“  პროგრამაში არიან ჩართულები ყოველწლიურად ატარებენ ნაციონალურ შეჯიბრებებს სკოლებს შორის სოციალური ცვლილებების საკითხებზე. დედლაინი ასეთი შეჯიბრებებისათვის არის მიახლოებული სასწავლო წლის დასასრულთან, ის ტარდება მაისში. გუნდური პროექტები ფასდება და ერთი გუნდი აირჩევა, არჩეული გუნდი წარადგენს თავის ქვეყანას გლობალურ კონფერენციაზე „იყავი ცვლილება“- “Be the Change”.

„დიზაინი ცვლილებისთვის“-პროგრამა აგრეთვე ატარებს ყოველწლიურ საერთაშორისო შეხვედრებს სახელწოდებით „მე შემიძლია“. შეხვედრაში მონაწილე ბავშვები და სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს  უზიარებენ თავიანთ გამოცდილებებს.

კვლევა, რომელიც ჩატარდა ჰარვარდის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში და აგრეთვე სტენფორდის უნივერსიტეტში აჩვენა რომ FIDS -Feel, Imagine, Do, Share” და დიზაინ აზროვნების მეთოდებმა იქონიეს არსებითად დადებითი ზეგავლენა ბავშვების განვითარების პროცესში. ეს გულისხმობს როგორც მათი აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას, ასევე აზროვნების უნარების გამოვლენას, პრობლემების გადაწყვეტისა და თვითდაჯერების უნარების განვითარებას.

გასაკვირი არც არის, რომ კირანის იდეამ შტურმით აიღო მსოფლიო განათლების სისტემა. დღეისათვის დიზაინი ცვლილებისთვის -„Design for Change“ მუშაობს მსოფლიოს 70 -ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში. ინოვაციის დანერგვისთვის INDEX ჯილდოსა და როკფელერის ფონდის პრემიის მიღების შემდეგ მან მოიპოვა განათლების ექსპერტის ჰოვარდ გარდნერის მხარდაჭერა, აგრეთვე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობადობა, გლობალური მიზნების მიღწევის საქმეში გადადგმული ქმედითი ნაბიჯებისათვის.

კირანს სურს მსოფლიოს აჩვენოს, რომ ბავშვები არიან სოციალური მეწარმეები, რომელთაც აქვთ უნარი მსოფლიო შეცვალონ უკეთესობისაკენ. „დიზაინი ცვლილებისთვის“ ეხმარება მილიონობით ბავსვს ჩამოყალიბდნენ ისეთ ადამიანებად , რომელთაც სჯერათ საკუთარი შესაძლელობებისა და თიოეულ მათგანს შეუძლია თამამად თქვას „მე შემიძლია“ .

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეოები:

ბიბლიოგრაფია:

https://www.dfcworld.com/SITE/Research

https://www.dfcworld.com/file2015/research_2.pdf

https://www.dfcworld.com/file2015/research_1.pdf

https://www.dfcworld.com/file2015/research_stanford.pdf

https://participedia.net/organization/4382