ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 599 49 22 29, +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ანიდაბანი

გაიცანით, სოციალური ინოვაციების იდეების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გვანცა სიხარულიძე, „ანიდაბანის“ აპლიკაციის შექმნის იდეის ავტორი. აპლიკაციის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ და სომეხ მოქალაქეებს ქართული ენის შესწავლა მნისვნელოვნად გაუადვილოს. ენის სწავლების პროცესში სასწავლო მასალა მიწოდებული იქნება მათ მშობლიურ ენაზე და  პროცესის გასამარტივებლად წარმოდგენილი იქნება ილუსტრაციები.

გვანცა სიხარულიძე გვიყვება თუ როგორ მივიდა ის „ანიდაბანი“-ს შექმნის ინოვაციურ იდეამდე: „განათლების ხელშეწყობა ახალგაზრდებს შორის ყოველთვის წარმოადგენდა ჩემი ინტერესის საგანს და ბევრი პროექტებიც მაქვს განხორციელებული სტუდენტებსა და მოსწავლეებს შორის ფინანსური წიგნიერების და სამეწარმეო განათლების გავრცელების მიმართულებით. როცა სოციალური ინოვაციების იდეების  კონკურსი გამოცხადდა,  რამდენიმე იდეა მქონდა და არ ვიცოდი, თუ რომელი ამერჩია, როგორც საკონკურსოდ წარსადგენი იდეა. 2019 წლიდან ვსწავლობ მათემატიკური ფინანსების ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე გერმანიაში. როცა გერმანიაში ჩამოვედი, მხოლოდ ორიოდე გერმანული სიტყვა ვიცოდი და მრავალი დაბრკოლების და სირთულის წინაშე აღმოვჩნდი, რომელთა გადალახვაც იოლი არ აღმოჩნდა. სწორედ მაშინ მივხვდი, რამდენ წინააღდეგობასთანაა დაკავშირებული იყო ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი და არ იყოს ხელმისაწვდომი საბაზისო სერვისებიც კი. ჩემი უნივერსიტეტი დიდ ფინანსურ რესუსრსს დებს, რომ საერთაშორისო სტუდენტებმა ენის ბარიერის დაძლევა და ინტეგრაცია დროის უმოკლეს მონაკვეთში შევძლოთ. როცა გავაცნობიერე, რამდენ დაბრკოლებასთან შეჭიდება უწევთ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს, გადავწყვიტე კონკურსზე წარსადგენად მათ საჭირობებზე მორგებული ქართული ენის შემსწავლელი მობილური აპლიკაციის შექმნის იდეა ამერჩია. დღესდღეობით, მთელს მსოფლიოში მობილური აპლიკაციები ენის შესწავლის ერთ–ერთ გავრცელებულ და მოსახერხებელ საშუალებას წარმოადგენს. ვფიქრობ, ამ სოციალური ინიციატივის განხორციელება გაამარტივებს ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდებისთვის ქართული ენის შესწავლას, ხოლო გრძელვადიან ჭრილში ხელს შეუწყობს ეთნიკურად უმციროსებობების გაუცხოების დაძლევას და უზრუნველყოფს მათ სოციალურ თუ კულტურულ ინტეგრაციას.“