ო. ჩხეიძის ქუჩა 5,0186, თბილისი +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

Co-creation – ორმაგი ბრილიანტი

Co-creation - ორმაგი ბრილიანტი

რა არის თანაშექმნა (Co-creation) ?

თანაშექმნა გულისხმობს სხვადსახვა აქტორების თანამშრომლობას საერთო გამოწვევის საპასუხოდ.  იგი სისტემური, თანმიმდევრული შემოქმედებითი პროცესია, რომელიც ემსახურება ახალი იდეეების და ინოვაციების გენერირებას.

თანაშექმნა  არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც დაინტერესებულ პირთა დისკუსიის მორიგი ინსტრუმენტი. ის ასევე არ არის მარკეტინგის, გამოკითხვის ან კომუნიკაციის მეთოდოლოგია, რომელიც აგროვებს მონაცემებს და უბრალოდ აფიქსირებს უკუკავშირს.

თანაშექმნა სხვადასხვა მხარეებს შორის გადაჭრის გზის ძიების ერთობლივი ძალისხმევაა. საერთო გამოწვევებზე კოლექტიური პასუხის  აუცილებლობის იდეა ახალი არ არის. „მონაწილეობითი მიდგომა“ (Participatory approach), „მონაწილეობითი განვითარება“ (Participatory development), „დიზაინი გამომყენებელთან ერთად“ (Design with the user), თანადიზაინი (Codesign), თანაშექმნა (Cocreation), თანაინიციატივა (Co-initiation) და ა.შ. პოპულარული ტერმინებია თანამედროვე მსოფლიოში.

ყველა ეს ტერმინი გულისხმობს, სხვადასხვა ფორმით, მასშტაბით თუ მეთოდოლოგიით პრობლემის გადაწყვეტის ძიების პროცესში სამთავრობო, კერძო, სამოქალაქო და აკადემიური სექტორების თანამშრომლობას, და ადამიანთა იმ ჯგუფების ჩართვას, რომლებზეც გავლენას ახდენს მოცემული პრობლემა. სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები სულ უფრო აქტიურად იყენებენ კოლექტიური შემოქმედების (collective creativity) მიდგომას.

თანაშექმნა სტრუქტურირებული პროცესია, შესაბამისად მნიშვენლოვანია პროცესის კარგად დაგეგმვა, დოკუმენტირება და სპეციფიური ინსტრუმენტების შექმნა.

ერთ-ერთ მეთოდი, რომელიც თანაშექმნის პროცესში გამოიყენება არის ე. წ. „ორმაგი ბრილიანტის“ (double diamond[1]) მოდელი. იგი წარმოგვიდგენს შემოქმედებითი პროცესის სტრუქტურას და საშუალებას აძლევს თანაშექმნის გუნდს  თანმიმდევრულად განახორციელოს პროცესი.

ორმაგი ბრილიანტი შედგება ორი ბრილიანტის (რომბის) ფორმის ფიგურისგან და ოთხი ეტაპისგან. თითოეული ფიგურა მოიცავს ორ ეტაპს. პირველ ფიგურას პირობითად შეიძლება ეწოდოს ანალიზის ფაზა, რადგან უკავშირდება კვლევას, ინფორმაციის შეგროვებას, დისკუსიას. მეორე ფიგურა მოიცავს შინაარსის ფაზას – აქ ხდება პროტოტიპების განვითარება და დასრულება.                                                                                                                                              

ანალიზის ფაზა:

ნაბიჯი 1: გააზრება (Understanding). ამ ეტაპზე ხდება ინფორმაციის შეგროვება, პრობლემის არსში გარკვევა და იქმნება საფუძველი მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად.

ნაბიჯი 2: განსაზღვრება (Define). ამ ეტაპზე თანაშექმნის გუნდი ახდენს წინა ეტაპზე მიღებული ინფორმაციის კონკრეტიზაციას დისკუსიების და ჩაღმავებული ინტერვიუების გზით, უფრო სიღრმისეულად იაზრებს იმას, რაც წინა ეტაპზე იქნა აღმოჩენილი. რა იმუშავებს? როგორ იმუშავებს? რა არის სტრატეგიული საკითხი?  განსაზღვრის ეტაპი ასრულებს პირველ, ანალიზის ფაზას – ამ დროს პრობლემა დაკონკრეტებულია, შესაძლო ინიციატივები იდენტიფიცირებულია.

შინაარსის ფაზა:

ნაბიჯი 1:  განვითარებაა (Develop). ამ ეტაპზე გუნდები მუშაობენ იმ ინიციატივებზე (პროტოტიპებზე), რომელთა იდენტიფიცირებაც მოხდა წინა ფაზაში, როგორც პრობლემის შესაძლო გადაწყვეტა. გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით, თანაშექმნის მონაწილე გუნდები ამუშავებენ 2-3 ინიციატივას (პროტოტიპს). შექმნილ პროტოტიპებს გუნდები წარუდგენენ სამიზნე ჯგუფებს, რომლებიც პროტოტიპის შემქნელებს აწვდიან უკუკავშირს. უკუკავშირის საფუძველზე, გუნდები აუმჯობესებენ და ხვეწენ პროტოტიპებს.

ნაბიჯი 2: დასრულება (Finalization). ამ ეტაპზე დასრულებული პროტოტიპი გადადის პილოტის რეჟიმში.

თანაშექმნა არ არის სწორხაზოვანი პროცესი და ფაზებს შორის საზღვარი საკმაოდ პირობითია. თანშექმნის პროცესში შესაძლებელია და ხშირად საჭიროც, ფაზიდან ფაზაში დაბრუნება – დამატებითი კვლევის ჩატარება, პრობლემის ახლიდან გააზრება, ინიციატივის დახვეწა, ა.შ.                                                                                                         

თანაშექმნის პროცესის თითქმის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ფასილიტატორს. განსაკუთრებით, მონაწილეებს შორის მოლაპარაკებების, პრობლემის განხილვის, კონსენსუსის მიღწევის პროცესში. არასწორმა ფასილიტაციამ შესაძლოა თანაშექმნის პროცესის ჩაშლა გამოიწვიოს. ფასილიტაციის კონკრეტული ტექნიკის და მეთოდოლოგიის გამოყენება თანაშექმნის გუნდზეა დამოკიდებული.  

[1] https://www.justinmind.com/blog/double-diamond-model-what-is-should-you-use/